VERTERA-ს ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შესავალი
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა („პოლიტიკა“) განსაზღვრავს შპს „ვერტერა საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405587397; მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 29a, 0177) („კომპანია“, „ჩვენ“, „ვერტერა“) მიერ თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გაზიარების წესს, თუ ასეთი ინფორმაცია მოპოვებულ იქნა კომპანიის მიერ ონლაინ ინტერფეისების საშუალებით, რომლებიც გამოიყენება საიტზე verterage.com („საიტი“). გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პოლიტიკას და დაეთანხმოთ მას ველის - „წავიკითხე და ვეთანხმები კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს" გვერდით ☑ განთავსებით. ეს პოლიტიკა ასევე გამოიყენება ვიზიტორთა, მომხმარებელთა და პარტნიორთა მიერ საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ეს პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ ჩვენს მიერ დამუშავებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ის არ ვრცელდება სხვა კომპანიების პრაქტიკაზე. ჩვენი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებ-გვერდებზე და ნებისმიერი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც მიაწვდით ამ საიტებს, გამოყენებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ისინი იყენებენ. გთხოვთ, გაეცნოთ ნებისმიერი მესამე მხარის იმ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვივეთ. ამ საიტების პასუხისმგებლობაა დაიცვან ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელსაც თქვენ მათ მიაწვდით, ამდენად ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების არასწორად გამოყენებაზე.
წინამდებარე პოლიტიკაში შესაძლოა პერიოდულად განახლდეს და ჩვენ გაცნობებთ პოლიტიკის ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეეხება თქვენს უფლებებს, ელექტრონული ფოსტით და/ან ჩვენს საიტზე გამოქვეყნებით.
1. საიტზე წვდომის პირობები
საიტისა და მისი სერვისების მეშვეობით მომსახრებების მიწოდებით, კომპანია, მოქმედებს რა გონივრულად და კეთილსინდისიერად, ვარაუდობს, რომ მომხმარებელი:
- ფლობს ყველა საჭირო უფლებას, რათა დარეგისტრირდეს და გამოიყენოს ეს საიტი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ საიდენტიფიკაციო მონაცემებს 18 წლამდე ასაკის პირისგან. თუ თქვენთვის ცნობილი გადება, რომ 18 წლამდე ასაკის პირმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს;
- ფლობს ყველა საჭირო უფლებას, რათა დარეგისტრირდეს და გამოიყენოს ეს საიტი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ საიდენტიფიკაციო მონაცემებს 18 წლამდე ასაკის პირისგან. თუ თქვენთვის ცნობილი გადება, რომ 18 წლამდე ასაკის პირმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
კომპანია ამუშავებს ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ, მათ შორის მათ პერსონალურ მონაცემებს, რათა შეასრულოს კომპანიის ვალდებულებები მომხმარებლების მიმართ საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საიტის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების გამოყენება ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია კონკრეტულ ან იდენტიფიცირებულ პიროვნებასთან (პერსონალური მონაცემების სუბიექტი), ხოლო დამუშავება ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას (ოპერაციას) ან ქმედებების (ოპერაციების) ერთობლიბას, რომელიც ხორციელდება ავტომატიზაციის საშუალებებით ან მათ გარეშე, პერსონალური მონაცემებათ დაკავშირებით და მოოიცავს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ჩაწერა, სისტემატიზაციას, დაგროვებას, შენახვას, დაზუსტებას (განახლება, მოდიფიკაცია), მოპოვებას, გამოყენებას, გადაცემას (გავრცელება, უზრუნველყოფა, წვდომა), დეპერსონალიზაციას, დაბლოკვას, წაშლას, განადგურებას.
3. შეგროვებული პერსონალური მონაცემების სახეობები და გამოყენების მიზანი
3.1. ტექნიკური მონაცემი
საიტის გამოყენებისას, კომპანია ავტომატურად აგროვებს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
- ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, რომელიც გამოიყენება თქვენი კომპიუტერის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, სისტემაში შესვლისთვის საჭირო ინფორმაცია, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, დროის ზონის პარამეტრები, ბრაუზერის მიერთებადი მოდულის ტიპები და ვერსიები, ოპერაციული სისტემა და პლატფორმა;
- ინფორმაცია ვებ-საიტებზე თქვენი ვიზიტის შესახებ, მათ შორის რესურსების უნიფიცირებული მაჩვენებლების (URL) სრული URL ვებ-საიტებზე, საიტის მეშვეობით და ვებ-საიტებიდან (თარიღისა და დროის ჩათვლით); თქვენ მიერ ნანახი ან მოძიებული პროდუქტები; გვერდის რეაგირების დრო, ჩატვირთვის შეცდომები, ზოგიერთი საიტის მონახულების ან გამოყენების დროის ხანგრძლივობა, გვერდის ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია (როგორიცაა გადახვევა, დაწკაპუნება და კურსორის მიტანა) და გვერდიდან ნავიგაციისთვის გამოყენებული მეთოდები.
ეს ინფორმაცია საჭიროა საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჩვენი ადმინისტრაციული მოვალეობების შესასრულებლად და ჩვენი ბიზნეს ინტერესების დასაცავად.
3.2. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მონაცემები
გარდა ამისა, ვებსაიტის „კონტაქტების“ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს, როგორიცაა თქვენი სახელი, ელ-ფოსტის მისამართი. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე ან კომენტარებზე.
3.3. კლიენტთან დაკავშირებული მონაცემები
თუ თქვენ დარეგისტრირდებით როგორც კლიენტი, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენგან შემდეგი პერსონალური მონაცემები:
- თქვენი სახელი და გვარი. ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა. თუ არ მოგვაწოდებთ ამ მონაცემებს, თქვენ ვერ დარეგისტრირდებით როგორც კლიენტი;
- პაროლი. ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა. პაროლის გარეშე თქვენ ვერ შექმნით ანგარიშს ჩვენს ონლაინ სისტემაში, რადგან მონაცემები უნდა იყოს დაცული;
- ელ-ფოსტის მისამართი. ეს საჭიროა დადასტურების მისაღებად და კომუნიკაციისთვის. ელ-ფოსტის გარეშე თქვენ ვერ მიიღებთ დადასტურებას. ჩვენ ასევე ვიყენებთ ელ-ფოსტის მისამართს თქვენთან საკომუნიკაციოდ;
- ტელეფონის ნომერი. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას, თქვენი როგორც კლიენტის რეგისტრაციის სამართავად, თქვენი ონლაინ ანგარიშის შესაქმნელად და სამართავად, თქვენთან საკომუნიკაციოდ; ტელეფონის ნომერი ასევე საჭიროა თქვენი შეკვეთების დადასტურებისა და მიწოდებისთვის;
- ინფორმაცია VERTERA-ს მეშვეობით თქვენი შესყიდვების შესახებ და ინფორმაცია კონკრეტული ტიპის პროდუქტების მიმართ თქვენი უპირატესობების შესახებ, შესყიდვის ჩვევების, შესყიდვების ისტორიისა და ხარჯვის ქცევის შესახებ. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას ჩვენი საიტის, პროდუქტების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ადმინისტრაციული მიზნების შესასრულებლად და ჩვენი ბიზნეს ინტერესების დასაცავად;
- საფოსტო მისამართი. ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა. თუ არ მოგვაწოდებთ ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი შეკვეთის მოწოდებას.
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ სხვა სახის პერსონალური მონაცემები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. თუ დაგვჭირდება თქვენს შესახებ დამატებითი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და დავრწმუნდებით, რომ ამისთვის არებობს მოქმედი სამართლებრივი საფუძველი (მაგალითად, თქვენი თანხმობა).
3.4. პარტნიორებთან დაკავშიებული მონაცემები
თუ თქვენ დარეგისტრირდებით როგორც პარტნიორი, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენგან შემდეგი პერსონალური მონაცემები:
- თქვენი სახელი, გვარი და მეორე სახელი. თუ არ მოგვაწოდებთ ამ მონაცემებს, თქვენ ვერ დარეგისტრირდებით როგორც პარტნიორი;
- თქვენი დაბადების თარიღი. რეგისტრაცია ნებადართლია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე;
- თქვენი პირადი კოდი. ჩვენ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს, რათა მოვახდინოთ თქვენი, როგორც პარტნიორის იდენტიფიციება და გადაგიხადოთ პრემია კომპანიის მარკეტინგული გეგმის მიხედვით;
- პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი. ჩვენ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს თქვენი, რათა მოვახდინოთ თქვენი, როგორც პარტნიორის იდენტიფიციება და გადაგიხადოთ საზღაური კომპანიის მარკეტინგული გეგმის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე;
- საფოსტო მისამართი. ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა, თუ არ მოგვაწოდებთ ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი შეკვეთის მოწოდებას.
- რეგისტრაციის მისამართი. ეს არის ჩვენი საწესდებო მოთხოვნა. ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ ბონუსებს, თქვენი ამჟამინდელი მისამართის გარეშე;
- ელ-ფოსტის მისამართი. ელ-ფოსტის მისამართი საჭიროა დადასტურების მისაღებად და კომუნიკაციისთვის. ელ-ფოსტის გარეშე თქვენ ვერ მიიღებთ დადასტურებას. ასევე ჩვენ ვიყენებთ მას თქვენთან საკომუნიკაციოდ;
- ტელეფონის ნომერი. ის საჭიროა დადასტურების მისაღებად და თქვენი შეკვეთების მოსაწოდებლად;
- ანგარიშის ნომერი (საბანკო/ გადახდის სისტემა). ეს არის ჩვენი საწესდებო ვალდებულება, რომელიც საჭიროა თქვენთვის ბონუსების გადასახდელად;
- პაროლი. ეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა. პაროლის გარეშე თქვენ ვერ შექმნით ანგარიშს ჩვენს ონლაინ სისტემაში, რადგან მონაცემები უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული;
- ინფორმაცია VERTERA-ს მეშევეობით თქვენი შესყიდვების შესახებ და ინფორმაცია კონკრეტული ტიპის პროდუქტების მიმართ თქვენი უპირატესობების შესახებ. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას ჩვენი საიტის, პროდუქტების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ადმინისტრაციული მიზნების მისაღწევად და ჩვენი ბიზნეს ინტერესების დასაცავად.
თუ თქვენ უარს იტყვით თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებააზე ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პროცედურის შესასრულებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ VERTERA-სთვის პერსონალური მონაცემების მიწოდება ნებაყოფლობითია, თუ არ წარმოადგენთ გარკვეულ ინფორმაციას, VERTERA ვერ შეძლებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ასახული ზოგიერთი პროცედურის შესრულებას. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვერ თქვენთვის პროდუქტების გამოგზავნას, თუ არ გვეცოდენება თქვენი საფოსტო მისამართი.
4. პერსონალური მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი
4.1. ხელშეკრულების შესრულება
თუ საჭიროა, თქვენთან ხელშეკრულების დადება და შესრულება (წესები და პირობები), მაგალითად, თუ ახორციეებთ შესყიდვებს. ეს მოიცავს გადახდების მიღებას, თქვენთან კომუნიკაციის დამყარებას, კლინტთა მომსახურების მიწოდებას და პროდუქტების ან მომსახურებების მიწოდების ორგანიზებას. ასევე, პარტნიორული კონტაქტის დასამყარებლად, ჩვენ უნდა შევამოწმოთ თქვენი ვინაობა, გადახდების მიღება, თქვენთან კომუნიკაცია, პარტნიორული მომსახურებების მიწოდება და ბონუსებისა და პრემიების გადახდა.
4.2. კანონიერი ინტერესები:
როგორც ეს იქნება მოთხოვნილი საკუთარი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ:
- თქვენთან კომუნიკაციის დასამყარელად (მათ შორის, ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის გაუმჯობესებაში (როგორიცაა სასწავლო მასალებისა და სესიების მოწოდებათ);
- მოგიწვიოთ ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად და კონფერენციებზე დასასწებად (ბიზნეს განახლება);
- დაგეხმაროთ პროდუქტების, კონტენტის, სერვისების და საიტების მონიტორინგში, გაუმჯობესებაში, ადმინისტრირებასა და დაცვაში, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ;
- გაგიწიოთ მონიტორინგი და ვუზრუნველყოთ თქვენს მიერ პოლიტიკისა და წესების დაცვა;
- გავუწიოთ ნებისმიერ კლიენტის ან პარტნიორის ანგარიშს მონიტორინგი, თაღლითობის, ტერორიზმის, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის, უსაფრთხოების ინციდენტების ან დანაშაულის აღკვეთის, გამოძიების ან/და შეტყობინების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და
- შევაფასოთ ან გავაანალიზოთ, იმ რეკლამის ეფექტურობა, რომელსაც ის გაწვდით თქვენ და სხვებს და მოგაწოდოთ შესაბამისი რეკლამა (მათ შორის, კლიენტა კმაყოფილების მაჩვენებლები და მსგავსი კვლევები).
4.3. სამართლებრივი ვალდებულების შესრულება
მოქმედ კანონებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და კომპანიის კანონიერი ბიზნეს ინტერესებისა და უფლებების დაცვა, მათ შორის, და რა მხოლოდ მისი გამოყენება სამართლებრივ პრეტენზიებთან, შესაბამისობასთან, მარეგულირებელ, საგადასახადო და საგამოძიებო მიზნებთან დაკავშირებით (მათ შორის, ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იურიდიულ პროცესთან ან სასამართლო დავასთან მიმართებით).
4.4. თქვენი თანხმობა
საიტზე დარეგისტრირებით, თქვენი თავისუფალი ნებისა და ინფორმირებულობის საფუძველზე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების VERTERA-სთვის გამჟღავნებაზე ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულებების მიზნობრივი შესრულების მიზნით (პროდუქტების შეძენა, მიწოდების მოწყობა, გადახდების განხორციელება, მომხმარებელთა დახმარებისა და საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა, პარტნიორული მომსაურებების შესრულება და შესაბამისი ბონუსებისა და პრემიების მიღება და ა.შ.).
შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში, კომპანია გამოგიგზავნით პირდაპირ მარკეტინგულ მასალებს კომპანიის იმ პროდუქტებთან და მომსახურებებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენ უკვე შეიძინეთ, ან კომპანიის მიერ მოწოდებულ სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით. მარკეტინგულ მასალები გაიგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისცემთ თანხმობას კომპანიას კლიენტის ან პარტნიორის რეგისტრაციის პროცესში. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი პრეფერენციები ან გააუქმოთ გამოწერა ნებისმიერ დროს გამოგზავნილ ელ-წერილებში მიტითებული ბმულებით.
5. ვისთან იქნება თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარებული?
VERTERA-ს ჰყავს რამდენიმე პარტნიორი მომსახურების მიწოდებასთან დაკაშირებით. ჩვენ შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ზოგიერთი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება მათთან იმისათვის, რომ მოგაწოდოთ მომსაურება. პარტნიორი მხარეები შეიძლება დაყოფილ იქნას შემდეგნაირად:
- საკურიერო მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის მიწოდებას თქვენს მიერ მითითებულ საფოსტო მისამართებზე;
- საფოსტო სამსახურეები;
- პროდუქტების მომწოდებლები, რომლებიც უშუალო თქვენ გაწვდიან საქონელს;
- VERTERA ჯგუფის სხვა კომპანიები, მათ შროის WR International AG ჯგუფის დონეზე მონაცემების ანალიტიკური დამუშავებისთის;
- სამთავრობო ორგანოები და/ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, თუ ეს საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი ან თუ ეს საჭიროა კამპანიის კანონიერი ინტერესების დასაცავად მოქმედი კანონების შესაბამისად.
მოანცემთა გაზიარება მოდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის ან იმ კონკრეტული სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებსაც ჩვენ ვექვემდებარებით.
VERTERA იყენებს შესაბამის უსაფრთხოების ზომებს ისეთი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, რომელიც გადაეცემა ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მყოფ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც როგორც ითვლება ვერ უზრუნველყოფენ პერსონალური ინფორმაციის დაცვის სათანადო დონეს. ჩვენი ელ-ფოსტის სისტემის პროვაიდერთან და IT მხარდაჭერისა და IT სისტემის ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებთან დაკავშირებით მოქმედებს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები და სხვა იურიდიულად მისაღები გადაცემის მექანიზმები. დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებული დეტალების გამოყენებით, რათა იხილოთ შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დოკუმენტის ასლი.
6. მონაცემთა შენახვა
მომხმარებლებისა და ვიზიტორების შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებისას კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების ჩაწერას, სისტემატიზირებას, დაგროვებას, შენახვას, დაზუსტებას (განახლება, მოდიფიკაცია), ამოღებას ევროკავშირის მონაცემთა ბაზების გამოყენებით. თუმცა, მომსაზურების ზოგიერთი ფუნქციები და მოთხოვნები მოიცავს თქვენი ინფორმაციის ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ არსებული მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერებისთვის გადაცემას. მომსახურების პროვაიდერები მითითებულია პუნტქტში ზემოთ - „ვისთან იქნება თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარებული?“. თუ ასეთი მომსახურების პროვაიდერები არ მოქმედებენ იმ ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს დაცვის სათანადო დონეს 2016/679 რეგულაციის (EU) მნიშვნელობის ფარგლებში, მაშინ გადარიცხვებზე გავრცელდება ევროკომისიის მიერ მიღებული მონაცემთა დაცვის სტანდარტული პირობები.
კომპანიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები, არ იქნება შენაული იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს საჭიროა შესაბამისი მიზნებისთვის. კომპანია შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს კომპანიასთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში (საიტზე თქვენი პერსონალური ანგარიშის არსებობის პერიოდი) და ნებართვის შემთხვევაში, ამ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც იმდენ ხანს, რამდენიც იქნება საჭირო ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად.
VERTERA-ს შეუძლია შეინახოს გარკვეული ინფორმაცია ანგარიშის წაშლის შემდეგაც, თუ ეს აუცილებელია კანონის მოთხოვნების შესასრულებლად, დავის მოსაგვარებლად, თაღლითობის ან ბოროტგანზრახვის თავიდან ასაცილებლად და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იმ ვიზიტორთა პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ არიან შესული ანგარიშზე, ინახება 12 თვის განმავლობაში ქცევითი აქტივობის გაანალიზების მიზნით. რაც შეეხება კლიენტებს, რომლებსაც არ შეუკვეთიათ პროდუქტები კომპანიისგან, ჩვენ წავშლით მათ ყველა პერსონალურ მონაცემს თქვენი ანგარიშის წაშლის მოთხოვნის დამტკიცებიდან 12 თვის შემდეგ, რათა გავაანალიზოთ კლიენტის აქტივობა და გავაუმჯობესოთ საიტი, ჩვენი პროდუქტები.
იმ კლიენტებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეუკვეთეს რაიმე პროდუქტი VERTERA-სგან, ჩვენი მონაცემების წაშლის პოლიტიკა არის შემდეგი:
- შეკვეთის დამუშავების შესახებ ინფორმაცია შეინახება VERTERA-ს მიერ 10 წლის განმავლობაში ან საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, რომელი ვადაც უფრო გვიან დადგება. სხვა პერსონალური მონაცემები წაიშლება თქვენი ანგარიშის წაშლის დამტკიცებიდან 12 თვეში.
პარტნიორებთან დაკავშირებით:
- შეკვეთის დამუშავების შესახებ ინფორმაცია შეინახება VERTERA-ს მიერ 10 წლის განმავლობაში ან საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, რომელი ვადაც უფრო გვიან დადგება. VERTERA-ს შეუძლია ისარგებლოს თქვენი პერსონალური მონაცემებით იქამდე, სანამ იქნებით VERTERA-ს აქტიური მომხმარებელი. VERTERA-სთან თქვენი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, პერსონალური ინფორმაციის შენახვის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ ვითვალისწინებთ ნებისმიერ მიმდინარე ვალდებულებას, რომელიც შეიძლება გვქონდეს (მაგ. ინფორმაციის შენახვა ბუღალტრული მიზნებისთვის) ან დროის პერიოდს, რომელიც განსზღვრულია ნებისმიერი სამართლებრივი პრეტენზიის დასაწყებად ან გასასაჩივრებლად.
ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირ მარკეტინგთან, მათ შორის პროფილის განსაზღვრის აქტივობებითან დაკავშირებით, თუ წინააღმდეგი იქნებით, რომ დამუშავდეს თქვენი მონაცემები ან თუ გააუქმებთ თანხმობას დამუშავებაზე, რაზედაც მანამდე არსებობდა თქვენი თანხმობა.
ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების შენახვას და დამუშავებას, თუ წინააღმდეგი იქნებით, რომ მოხდეს მონაცემების შენახვა და დამუშავება ან თუ გააუქმებთ თანხმობას დამუშავებაზე, რომელიც მანამდე კომპანიის მიერ იყო მიღებული.
ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების შენახვას და დამუშავებას, თუ წინააღმდეგი იქნებით, რომ მოხდეს მონაცემების შენახვა და დამუშავება ან თუ გააუქმებთ თანხმობას დამუშავებაზე, რომელიც მანამდე კომპანიის მიერ იყო მიღებული.
საიტები იყენებს ქუქი-ფაილებს (პატარა ფაილები, რომლებიც განთავსებულია ვებსაიტის მომხმარებლების მყარ დისკზე), რათა საიტის გამოყენებით გამოგარჩიოთ სხვა კლიენტებისგან და პარტნიორებისგან. ეს გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება საიტის დათვალიერებისას და ეს ასევე გვაძლევს საიტის გაუმჯობესების საშუალებას. ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ინფორმაციის ნაკადის გასაანალიზებლად; სერვისების, კონტენტის და რეკლამის კლიენტის მოთხოვნილებაზე მოსარგებად; სარეკლამო ეფექტურობის შესაფასებლად; და ნდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ გარკვეულ მომსახურებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ქუქი-ფაილების გამოყენებით. ზოგადად, ჩვენ ვიყენებთ შემდეგი კატეგორიის ქუქი-ფაილებს:
- უაღრესად/ მკაცრად საჭირო ქუქი-ფაილები
- საექსპლუატაციო ქუქი-ფაილები
- ფუნქციონალური ქუქი-ფაილები
- Google Analytics
ზოგიერთი ქუქი-ფაილი აუცილებელია საიტის ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, ზოგიერთი ქუქი-ფაილი საშუალებას გვაძლევს, რომ დავადგინოთ დარეგისტრირებული მომხმარებლები ან პარტნიორები და დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ საიტზე წვდომა. თუ დარეგისტრირებული მომხმარებელი ან პარტნიორი გადაწყვეტს ამ ქუქი-ფაილების გამორთვას, კლიენტს, პარტნიორს შეიძლება აღარ ჰქონდეს წვდომა საიტის მთელ კონტენტზე.
სხვა ქუქი-ფაილების გამოიყენება ვიზიტორების, მომხმარებლების, პარტნიორების მიერ საიტის გამოყენების გასაანალიზებლად და საიტის მუშაობის მონიტორინგისთვის. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება შეთავაზების კლიენტის მოთხოვნილებაზე მორგებით და წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებით და გამოსწორებით. მაგალითად, საექპლუატაციო ქუქი-ფაილები გამოიყენება იმის დასადგინად, თუ რომელი გვერდებია ყველაზე პოპულარული და რატომ იღებს ზოგიერთ გვერდი შეცდომის შეტყობინებებს.
ფუნქციონალური ქუქი-ფაილების გამოიყენება იმისათვის, რომ დავიმახსოვროთ ვიზიტორები, კლიენტები, პარტნიორების უპირატესობები და მოვახდინოთ საიტის ადაპტირება გაფართოებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს საიტთან. ეს ნიშნავს იამს, რომ როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს ვებსაიტს, თქვენი ბრაუზერი ავტომატურად უგზავნის გარკვეულ ინფორმაციას Google-ს. ეს მოიცავს, მაგალითად, იმ გვერდის ვებ-მისამართს, რომელსაც თქვენ სტუმრობთ და თქვენს IP მისამართს. გადადით ამ ბმულზე, რათა იხილოთ დეტალური ინფორმაცია Google ტექნოლოგიის მიერ მონაცემების შეგროვების და დამუშავების შესახებ საიტზე - https://www.google.com/policies/privacy/partners/.
თუ არ გსურთ, რომ Google Analytics გამოყენებული იყოს თქვენს ბრაუზერში, შეგიძლიათ დააინსტალიროთ Google Analytics-ის ბრაუზერის დამატებითი კომპიპნენტი. შეტყვეთ მეტი Google Analytics-ისა და Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ საიტზე https://policies.google.com/privacy.
ვიზიტორებს, კლიენტებს, პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ უარი თქვან ქუქი-ფაილებზე, თუ მათი ბრაუზერი ამის საშუალებას იძლევა, თუმცა ამით შეიძლება ხელი შეუშალოს საიტის გამოყენებას. გთხოვთ, იპოვოთ დეტალური ინფორმაცია ქუქი-ფაილების გამორთვის შესახებ საიტზე - http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/.
დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ბიზნესი ქუქი-ფაილებს, ხელმისაწვდომია საიტზე: http://www.allaboutcookies.org/.
8. პერსონალური მონაცემების სუბიექტების უფლებები
1. ინფორმაციის მიღების უფლება
მუხლი. 12-14 GDPR (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია)
თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ, კერძოდ, ამ მონაცემების დამუშავების მიზნების, ამ პერსონალური მონაცემების შენახვის ვადების და ვისთვის იქნება ის გაზიარებული. ეს ინფორმაცია უნდა იყოს მოწოდებული ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისას. თუ ჩვენ მივიღებთ პერსონალურ მონაცემებს სხვა წყაროებიდან, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ მონაცემების მოპოვებიდან გონივრულ ვადაში და არაუგვიანეს ერთი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ უკვე გაქვთ ინფორმაცია ან თუ მისი მოწოდება გამოიწვევს არაპროპორციულ ძალისხმევას.
2. მონაცემებთან წვდომის უფლება
მუხლი. 15 GDPR
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ კომპანიისგან დადასტურება იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები და, საჭიროებისამებრ მიიღოთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე და შემდეგ ინფორმაციაზე: დამუშავების მიზნები; შესაბამისი პერსონალური მონაცემების კატეგორიები; მიმღებები ან მიმღების კატეგორიები, ვისთვისაც მოხდა ან მოხდება პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, კერძოდ მიმღებები მესამე ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში; სადაც შესაძლებელია, პერიოდი, რომელიც გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების შესანახად, ან, თუ ეს არის შესაძლებელი, ის კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ამ პერიოდის დასადგენად; უფლების ქონა, რომ მოითხოვოთ მაკონტროლებლისგან პერსონალური მონაცემების გასწორება ან წაშლა ან მონაცემთა სუბიექტის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა ან გააცაჩივროთ ასეთი დამუშავება; სამეთვალყურეო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება; GDPR-ის 22(1) და (4) მუხლში მოხსენიებული ავტომატური საშუალებით, მათ შორის პროფილირების გამოუენებით გადაწყვეტილების მიღება და, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩართული ლოგიკის, ასევე მონაცემთა სუბიექტისთვის ასეთი დამუშავების მნიშვნელობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
3. მონაცემთა შესწორების უფლება
მუხლი. 16 GDPR
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი პერსონალური მონაცემები გასწორება ან არასრული ინფორმაციის შეევსება, ზეპირი ან წერილობით შედგენილი შესწორების მოთხოვნის საფუძველზე.
4. მონაცემთა წაშლის უფლება („დავიწყების უფლება“)
მუხლი. 17 GDPR
GDPR აწესებს უფლებას პირებისთვის, რომ მოითხოვონ პერსონალური მონაცემების წაშლა. თქვენ შეგიძლიათ მონაცემების წაშლის მოთხოვნით მიმართოთ ჩვენს კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უფლება არ არის აბსოლუტური და ვრცელდება მხოლოდ გარკვეულ სტუაციებში, რომლებიც მოცემულია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მე-17 მუხლში.
5. მონაცემთა გადამუშავების შეზღუდვის უფლება
მუხლი. 18 GDPR
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლება. მონაცემების დამუშავების შეზღუდვის შემთხვევაში, ასეთი პერსონალური მონაცემები, გარდა შენახვის შემთხვევისა, დამუშავდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ან სამართლებრივი პრეტენზიების ჩამოყალიბების, განხორციელების ან გასაჩივრების მიზნით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების დასაცავად ან კავშირის ან წევრი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიზეზების გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უფლება არ არის აბსოლუტური და ვრცელდება მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, რომლებიც მოცემულია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მე-18 მუხლში.
6. მონაცემთა პორტირების უფლება
მუხლი. 20 GDPR
მონაცემთა პორტირების უფლება გაძლევთ საშუალებას მიიღოთ და ხელახლა გამოიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი მიზნებისთვის სხვადასხვა სერვისებში. ეს მოგცემთ საშუალებას მარტივად გადაიტანოთ, დააკოპიროთ ან გააგზავნოთ პერსონალური მონაცემები ერთი IT გარემოდან მეორეში უსაფრთხოდ, მის გამოყენებადობაზე ზემოქმედების გარეშე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, რომ გადაიტანოთ პერსონალური მონაცემები პირდაპირ ერთი მართვის მოწყობილობიდან მეორეზე, სადაც ეს ტექნიკურადაა შესაძლებელი.
7. დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლება
მუხლი. 21 GDPR
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევწყვეთ პერსონალური მონაცემებს დავამუშავებას გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვექნება მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი.
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაუქმება მხოლოდ მომავალში შევა ძალაში. ეს არ შეეხება მონაცემთა დამუშავებას, რომელიც განხორციელდა თანხმობის გაუქმებამდე.
9. ბმულები სხვა ვებსაიტებზე
საიტზე შეიძლება არსებობდეს ბმულები მესამე მხარის ვებსაიტებზე, რომელთა ინფორმაცია და კონფიდენციალურობის პრაქტიკა განსხვავდება ჩვენი პოლიტიკისგან. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ინფორმაციაზე ან კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, რომელსაც იყენებენ მესამე მხარეები. ჩვენ გირჩვეთ, გაეცნოთ მესამე მხარის ყველა ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას ასეთ ვებსაიტების გამოყენებამდე ან ასეთ ვებსაიტებზე ან მათი მეშვეობით პერსონალურ მონაცემების ან სხვა ინფორმაციას გაგზავნამდე.
10. როგორ შეგიძლიათ, რომ დაგვიკავშირდეთ
თუ გაქვთ რაიმე კომენტარი ან შეკითხვა ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ განაახლოთ თქვენ შესახებ ჩვენთვის ხელთარსებული ინფორმაცია ან გამოყენოთ თქვენი უფლებები შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე support@vertera.org